რატომ გჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყენება?
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი განაახლებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის წყლის დარბილების სისტემას. ჭურჭლის სარეცხ მანქანას სჭირდება რბილი წყალი, რითაც ჭიქები გამოვა მბზინავი, სუფთა და წყლის ლაქებისგან გაწმენდილი.
მძიმე წყალი შეიცავს კალციუმის კარბონატის მაღალ დონეს. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მძიმე წყლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭურჭელზე წყლის მარილების დაგროვება და პოტენციურად დააზიანოს აპარატი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დარბილება, რომელსაც სიხისტე აქვს შედარებით მაღალი.ს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ინგრედიენტები.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი, ისევე როგორც სუფრის მარილია, შედგება ნატრიუმის ქლორიდისგან. თუმცა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი დამზადებულია უხეში გრანულებით, რათა თავიდან აიცილოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზის ჩაკეტვა, ხოლო სუფრის მარილი კი წვრილად არის დაფქვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უფრო მიმზიდველი ჩანდეს, არ გამოიყენოთ სუფრის მარილი თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ამან შეიძლება დააზიანოს წყლის დარბილების სისტემა.
ნაბიჯ-ნაბიჯ: ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყენება.
ნაბიჯი 1
1. დაადგინეთ წყლის სიხისტე.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის პირველად გამოიყენების წინ, უნდა დაადგინოთ, რამდენად მაგარია თქვენი წყალი. ამის დასადგენად არსებობს ორი გზა:
- ჩაატარეთ სწრაფი ტესტი სახლში წყლის სიხისტის ტესტირების ზოლით.
- ნახეთ თქვენი წყლის ქვითარი: უმეტესად ფაქტურაზე აღნიშნულია წყლის სიხისტეს მონაცემები.
- ჰკითხეთ თქვენს წყალმომმარაგებელს.
ნაბიჯი 2
2. დაარეგულირეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის პარამეტრები.
მას შემდეგ როცა დაადგენთ წყლის სიმაგრეს, მის მიხედვით დაარეგულირეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის პარამეტრები. პრაქტიკული წესი არის ის, რომ წყალი რაც უფრო მაგარი, მით უფრო მაღალია პარამეტრი უნდა დააყენოთ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი მარილი დასჭირდება თქვენ ჭურჭლის სარეცხ მანქანას. იხილეთ წყლის სიხისტის ცხრილი მომხმარებლის სახელმძღვანელოში, რათა დაადგინოთ, რომელი პარამეტრი გამოიყენოთ.
ნაბიჯი 3
3. მარილი დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ძაბრის გამოყენებით.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზში წვდომა ხდება ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილიდან. გახსენით თავსახური და ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ძაბრის გამოყენებით დაამატედ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი. აპარატის შიდა ნაწილის პოტენციური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის მაქანით ისარგებლედ მხოლოდ მარილის ავზის შევსების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენი მარილი არ დააზინებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ლითონის ნაწილებს.
პროფესიონალური რჩევა: როდესაც თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მართვის ეკრანზე აინთება შევსების შუქი ან მარილის სიმბოლო, შეავსეთ მარილი.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები და ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი.
სხვადასხვა გაერთიანებული შემადგენლობები შეიცავს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილს. ასე რომ, შეიძლება იფიქროდ იმაზე, რომ მჭირდება თუ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი, როცა ვიყენებ ტაბლეტებს? ეს დამოკიდებულია თქვენი წყლის სიხისტეზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ცხოვრობთ მძიმე წყლის მქონე რეგიონში, მარილი აუცილებელია იმისათვის, რომ ყოველთვის ჰქონდეთ გაპრიალებული სუფთა ჭიქები და მანქანა, რომელიც საიმედოდ იმუშავებს დიდი ხნის განმავლობაში. შედარებით რბილი წყლის რეგიონაბში საკმარისია, ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაერთიანებული შემადგენლიბის გამოყენება.
ხშირად დასმული შეკითხვები.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმეა თქვენი წყალი:
- მძიმე წყალი: თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას სჭირდება ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი, რათა მაქსიმალურად კარგად გაირეცხოს და თავიდან აიცილოს დაზიანება წყლის მარილების დაგროვებისგან.
- ზომიერად რბილი/ოდნავ მძიმე: როგორც წესი, საკმარისია გაერთიანებული შემადგენლობის პროდუქტი.
- რბილი წყალი: არ საჭიროებ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის დამატებას.
იხილეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენების ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ადგილობრივ წყლის მომარაგებელს.
არა, არ არის რეკომენდებული სუფრის მარილის გამოყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი და იგივე ქიმიური ნაერთია, სუფრის მარილი ბევრად უფრო წვრილი ფრაქციებისაგან შედგება და შეიძლება გაჭედოს მარილის ავზის მოწყობილობა.
ერთიდაიგივე ქიმიური ნაერთია - არის ნატრიუმის ქლორიდი - ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გრანულები უფრო უხეში და მსხვილია. ეს კი ხელს უწყობს მის სწორად დაშლას და ხელს უშლის მას თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის დამარბილებელი სისტემის დაზიანებას.
ჩვენ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი, რომელიც გაყიდვაშია ყველა სუპერმარკეტების უმეტესობაში და არის ხელმისაწვდომ ფასებში.
სარეცხ მანქანას არ აქვს მარილის ავზი. წყლის მარილის მოსაშორობლეად ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს სარეცხი მანქანის ბარაბანი, ასევე დატოვებს ნარჩენებს ტანსაცმელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კატეგორიულად არ გირჩევთ მის გამოყენებას. დაადგინეთ უფრო მეტი ინფორმაცია. სარეცხი მანქანის მოვლა .
იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაადგინეთ, სახლის სატესტო ზოლის გამოყენეებით, წყლის გადასახადის ფატურით ან წყლის მომარაგებელის ინფორმაციით, რომ თქვენი წყალი რბილია, როგორც წესი, არ გჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყეენება.
მიმართეთ თქვენს ინსტრუქცის თქვენი აპარატისა და თქვენი რეგიონის შესახებ ზუსტი ხელმძღვანელობისთვის.
შეავსეთ მარილის უჯრედი სანამ არ დაიცლება და ამოიწურება წყალი. იმ შემთხვევაში თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხ მანქანის სახელმძღვანელოს . როცა ჭურჭლის სარეცხი მანქანის მართვის ეკრანზე ანათებს მარილის შევსების ნიშანს, შეავსეთ მარილის აუზი.