ჯილდოები Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის

უკომპრომისო ხარისხი - ტესტირების სუკეთესო შედეგების გარანტია და კმაყოფილი მომხმარებლები

Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მუდმივად აღწევს გამორჩეულ შედეგებს პროდუქტების დამოუკიდებელ ტესტებში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამორჩეული ინჟინრების აღიარება, ამავე დროს ეს არის თქვენი გარანტია, რომ არჩევანს აკეთებთ უკომპრომისო ხარისხზე, ტექნიკურ სრულყოფასა და სრულ საიმედოობაზე.

წყარო: ევრომონიტორი, გაყიდვების მოცულობა, 2016

აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო საყოფაცხოვრებო ტექნიკა

Bosch მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნომერ 1 ბრენდია ევროპაში* და ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას. მოგვეცით ნება დაგეხმაროთ იდეალური სახლის შექმნაში- ბოლოს და ბოლოს ექსპერტები ვართ.

გამარჯვებულები არსაიდან არ ჩნდებიან, მათ Bosch ქმნის.

ახალი საყოფაცხოვრებო მოწყობილობის შეძენისას გსურთ იყოთ დარწმუნებული, რომ სწორი არჩვანი გააკეთეთ. ასე რომ კარგია დამოუკუდებელი შესადარებელი ტესტირების არსებობა. კმაყოფილი მომხმარებლები არიან იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ხარისხთან მიმართებაში.

სრულყოფილი შედეგები ტესტირებაში გამარჯვებულთან ერთად.

ხრაშუნა ბოსტნეული და სრულყოფილი შედეგები. აღმოაჩინეთ Stiftung Warentest ტესტირების გამარჯვებული ჩვენი HBC24D553 ორთქლის ღუმელი.

ძალიან ეფექტური და ასეთი ჩუმი.

ჭურჭლის იდეალური რეცხვა მხოლოდ 42 დეციბელით: სრულად ინტეგრირებული SMV69N00EU ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბოშისგან.

ევრიკა! KGE39AI40 SmartCool მაცივარი უფრო ეკონომიურია, ვიდრე სინათლის ეკონომიური ნათურა.*

მაცივარი SmartCool KGE39AI40 - ესაა საუცხოო გაგრილების სიმძლავრე ენერგოეფექტურობის A +++ კლასთან ერთად, მაცივრის ფართო კამერა, ფასის და ხარისხის შესანიშნავი კომბინაცია.

*შედარება ტარდებოდა 18 ვტ-იან ენერგოდამზოგავ ნათურასთან, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 25 საათის განმავლობაში და 365 დღის მანძილზე.

ჭეშმარიტი გამარჯვებული: Bosch-ის VeroCafe Latte ავტომატური ყავის მანქანა.

მარტივი წმენდა და სრული არომატი ღილაკზე ერთი დაჭერით. ჩვენმა VeroCafe ლატეს ავტომატურმა ყავის აპარატმა პირველი ადგილი დაიკავა Stiftung Warentest-ს ტესტირებაში.

დიზაინი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი.

ჩვენ არა მარტო ხარისხს ვხდით შესამჩნევს და საგრძნობს, არამედ ყველა დეტალს ვხდით სრულყოფილს. საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის, რომელიც პირველივე წამიდან გაგაოცებთ და რომელიც საიმედოდ მუშაობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

არაერთგზის არაჩვეულებრივი: ჩვენმა ინტეგრირებულმა ActiveWater ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ ორჯერ გაიმარჯვა.

2013 წელს, ჩვენმა 60 სმ ფართო ინტეგრირებულმა ActiveWater ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ მოიგო ორივე Red Dot და iF დიზაინის ჯილდო.

სუფთა შედეგი: ტესტებში გამარჯვებული ჩვენი მტვერსასტრუტები.

IF პროდუქტის დიზაინის ჯილდოში, ბოშის BGL35Move-მა მოიგო ჟიურის გული მისი ჭკვიანი დიზაინის, კომპაქტური ზომის, მსუბუქი წონისა და დაბალი ენერგომოხმარებისათვის.

ჩვენი მომსახურება

შესანიშნავი მომსახურება - შესყიდვამდე და მის შემდგომ.

+49 89 4590-00

საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩის კვეთა, 0186 bosch-infoteam@bshg.com

გამოსცადე Bosch

აღმოაჩინეთ ხარისხი, სრულყოფილება და სანდოობა.