[global.common.btn.skiptocontent]
საყოფაცხოვრებო ტექნიკა

Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ისტორია.

ერთი რამ არ იცვლება დროში: ჩვენი ლტოლვა საუკეთესოსადმი.

თაობების განმავლობაში, „ბოშის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკამ წვლილი შეიტანა ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში: ისინი, როგორც უაღრესად უპრეტენზიო დამხმარეები მუდმივად ახერხებდნენ მათი მფლობელების უმაღლეს მოთხოვნილებბთან თანხვედრას. დაახლოებით ერთნახევარი საუკუნის მანძილზე, ისინი ასრულებდნენ უთვალავ შრომატევად საქმიანობას უამრავ ოჯახში - უბრალოდ იმისათვის, რომ დაგვეზოგოს დრო, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესებისათვის არის საჭირო.

თქვენ გვერდით - დღეს, ხვალ და მუდამ. ჩვენი საყოფაცხოვრებო დანადგარები.

ჩვენ უბრალოდ ვერ გავაუქმებთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის მისი შემოკლება. ჩვენ, როგორც ევროპის ნომერი პირველი ბრენდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში, ყოველთვის სრულყოფილ შესრულებას გთავაზობთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ჩვენ წარმოვადგენთ უკომპრომისო ხარისხს, ტექნიკურ სრულყოფას და აბსოლუტურ სანდოობას. გუშინ, დღეს და მომავალში.

იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა: მობილური ტექნოლოგია ვრცელდება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

Home Connect-ის საშუალებით Bosch მომხმარებლებს საკუთარი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტროლის საშუალებას აძლევს მაშინაც კი, როდესაც ისინი სახლში არ იმყოფებიან. ამიერიდან თქვენ აღარ უნდა ინერვიულოთ თუ შემთხვევით ღუმელი დატოვეთ ჩართული ან იმაზე, დაგრჩათ თუ არა მაცივარში რძე. ამ ყველაფერის გაკეთება შესაძლებელია მოსახერხებელი Home Connect აპლიკაციის საშუალებით მობილურებისა და ტაბლეტებისათვის.

მაღალი სიზუსტე სარეცხი საშუალების დოზირებაში.

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს პროდუქტებს. იმის გამო, რომ 10-დან 9 შემთხვევაში სარეცხი საშუალებების რაოდენობის შერჩევა ხელით რეცხვის დროს არასწორად ხდება, ჩვენ ვაწარმოებთ ისეთ სარეცხ მანქანებს, რომლის საშუალებითაც სარეცხი საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა მეტად იოლია. ახალი i-DOS ტექნოლოგია ავტომატურად ამატებს თხევად სარეცხ საშუალებას, რომელიც მორგებულია სარეცხის ტიპსა და რაოდენობაზე - აბსოლუტური სიზუსტით. რომელიც, როგორც თქვენი სარეცხისათვის, არამედ გარემოსთვისაც სასარგებლოა.

ამიერიდან, საუკეთესო ყავა მზადდება სახლში. Bosch-საგან.

ახლა თქვენ აღარ მოგიწევთ, რომ კარგი ესპრესოსათვის ესტუმროთ ყავის მაღაზიას. ჩვენი კომბინირებული, სრულად ავტომატური ესპრესოს ყავის აპარატებით, მარტივად შეგიძლიათ ისიმოვნოთ სრულყოფილი ყავით, ესპრესოთი ან კაპუჩინოთი კომფორტულად, თქვენივე სახლში.

ჩვენ არ ვიყენებთ არაფერს ისეთს, რაც არის უსარგებლო. მაგალითად სათბურის გაზი.

1990-იან წლებში, სამყარო სულ უფრო მეტად აცნობიერებს გარემოს დასაცავად მდგრადი გზების საჭიროებას. ზუსტად ამავე დროს, Bosch-ს უკვე დანერგილი ჰქონდა ამ სფეროში თავისი სტანდარტები და მოახდინა პროდუქციის წარმოება გერმანიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში მთლიანად CFC- სა და FC-free მაცივრებისთვის.

ჩვენ ვახანგრძლივებთ ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის დროს.

1989 წელს Bosch-ის ახალი ინოვაცია - 0°-იანი გაგრილების ტექნოლოგია გამოჩნდა ბაზარზე. ამიერიდან, ხილი და ბოსტნეული თქვენს მაცივარში უფრო დიდხანს რჩება ახალი და ხრაშუნა.

სახლის ერთი მოწყობილობა, მრავალი შესაძლებლობა.

1980-იან წლებს სრულად განსხვავებული ახალი ცხოვრების სტილი შემოაქვს - ჯერ არარსებული უმაღლესი მოლოდინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. Bosch აღიარებს დროის ნიშნებს, რომელშიც ფუნქციების ფართო სპექტრი ერთიენდება ერთ მოწყობილობაში. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ პირველი ჩაშენებული ღუმელი, ინტეგრირებული მიკროტალღოვანი და მრავალპროფილიანი ღუმელი თვითწმინდის ტექნოლოგიით, შეიქმნა ჩვენს მიერ.

ნოლიდან გამზადებამდე, მხოლოდ რამდენიმე წუთში.

1970-იანი წლები აქსელერაციის ათწლეულია: დრო თანდათან ყველასათვის ღირებული პროდუქტი ხდება. სწორედ ამიტომ, 1973 წლიდან, Bosch-მა მისი პირველი მიკროტალღური ღუმელის შექმნით მხარდაჭერა გამოუცხადა დასაქმებულ მეუღლე ქალბატონებს - ბუნებრივია, დანარჩენი ოჯახის სასარგებლოდაც.

სარეცხი მანქანა და საშრობი ერთიანდება.

ჩვენ ვქმნით პირველ კომბინირებულ სარეცხის საშრობს უწყვეტი პროგრამით იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს 70-ანი წლების გაცვეთილი შარვლების, მოკლე ქვედაბოლოების და პოლიესტერის მაისურების რეცხვა და გაშრობა.

სახლის პატარა მოწყობილობები გამოხატული ეფექტურობით.

საშრობი გამწოვები, კბილის ელექტრო ჯაგრისები, მტვერსასრუტები და Bosch-ის მრავალი სხვა ტექნიკა 70-იანი წლების ცხოვრებას უფრო იოლს ხდის. უკვე საუზმეზე მისართმევი კარგად მოხარშული კვერცხიც კი შეიძლება მომზადდეს ძალიან მარტივად, ბოშის პირველი კვერცხის მოსახარშის წყალობით, რომელიც ბაზარზე 1970 წელს გამოჩნდა.

ამიერიდან, ჭურჭლის ხელით რეცხვა წარსულს ბარდება.

60-იან წლებში როლები იცვლება და უცხო აღარ არის ქალბატონების სამსახურში სიარული. ჩვენ ვეხმარებით საყოფაცხოვრებო საქმეების გამარტივებაში. Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პირველი ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობა ასრულებს ჭურჭლის ხელით რეცხვის დამღლელ ერას. ეს ზოგავს დროს, რესურსსა და წყალს. და ყოველთვის ბრწყინვალე შედეგებს იძლევა.

გარეცხვა, ბრუნვა, გავლება - სრულიად ავტომატურად.

Bosch-ის პირველი სარეცხის მანქანა სერიულ წარმოებაში 1958 წლიდან ეშვება. შედეგად, სარეცხის უფრო და უფრო გვერდითი საკითხი ხდება.

Bosch-ის პირველი სამზარეულოს მოწყობილობა.

კლასიკური დიზაინი დღესაც ბევრ ოჯახში გვხვდება - აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიით, რა თქმა უნდა. ახლა უკვე გამოგვაქვს ბაზარზე ჩვენი პირველი სამზარეულოს მოწყობილობა. "Neuzeit I" - ს შეუძლია მოურიოს, მოზილოს, დაჭრას, დააქუცმაცოს, გათალოს და გახეხოს. ეს მოწყობილობა ქალებს სამზარეულოში ბევრ საქმეს უმსუბუქებს და საკვების მზადების და ცხობის პროცესს ბევრად მარტივს ხდის.

ლამაზია, თუნდაც დიზაინი დღეისათვის კლასიკური იყოს.

Bosch აწარმოებს მაცივარს, რომელიც გამოირჩევა მისი გონივრული ძირითადი სივრცისა და საოცრად განიერი საყინულის სივრცის ქონით. თხელი მოდელის დიზაინსაც დიდი წვლილი შეაქვს მის უზარმაზარ პოპულარობაში. დიზაინის კლასიკა დღეისათვის მრავალ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გხვდებათ, რომელიც რა თქმა უნდა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ჩვენი წარმატების ისტორიის ახალი თავი. Bosch-ის პირველი ელექტრო მაცივარი.

1933 წელს გერმანიაში პირველი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა წარვადგინეთ. Bosch-ის პატარა ელექტრო მაცივარი 60 ლიტრს წყალს იტევს და მაინც გააჩნია მრგვალი ფორმა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომავალი. ყველაფერი იწყება აქ.

1929 წლისათვის, Bosch-ის კორპორაციას უკვე 10 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით - თუმცა, იმ დროისათვის, მხოლოდ ძრავიანი ტრანსპორტისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიის სფეროში. გვიანი 1920-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ გავლენის შედეგად, ბიზნესის ახალი არეალების აღმოჩენა მოხდა. ამან, უპირველეს ყოვლისა, მოიცვა ხელმისაწვდომი ელექტრო საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ადრე მხოლოდ დიდი ოჯახებსა და კომერციულ ოპერაციებში გვხვდებოდა.

Robert Bosch-ის პირველი ვორკშოფი „Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის“ ფონდებს აარსებს.

მისი ზუსტი საინჟინრო და ელექტროტექნიკის ვორკშოფის ჩამოყალიბებით, რობერტ ბოში, ჩვენი წარმატებული ისტორიისათვის, შტუდგარტში, საფუძველს უყრის ფონდებს. მისთვის მიუღებელი იყო ფიქრი იმაზე, რომ არ ეწარმოებინა ყოველთვის საუკეთესო. რობერტ ბოში ყოველთვის იმ პრინციპით მოქმედებდა, რომ პატიოსნად მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი მოგება. სწორედ ამიტომ, თითქმის 130 წლის განმავლობაში, ჩვენი პროდუქცია წარმოადგენდა უკომპრომისო ხარისხის, ტექნიკური სრულყოფისა და აბსოლუტური საიმედოობის სიმბოლოს.

ჩვენი მომსახურება

შპს „ელიტ სერვისი“
თბილისი, პეტრე ქავთარაძის 3

+49 89 4590-3641

საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩის კვეთა, 0186

გამოსცადე Bosch

აღმოაჩინეთ ხარისხი, სრულყოფილება და სანდოობა.