წარმოგიდგენთ Bosch-ის მე-6 სერიის ღუმელებს
a76 ლ XL მოცულობით, Serie 6 ღუმელებით შესაძლებელია ერთდროულად 4 სხვადასხვა კერძის მომზადება, მრავალ დონეზე მომზადების ფუნქციით, ხოლო აეროგრილის ფუნქცია დაგეხმარება ჯანსაღი და გემრიელი კერძების მომზადებაში.
XL მოცულობა
შთამბეჭდავი 76 ლ XL ტევადობით, Bosch-ის ახალი ღუმელები ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადების საშუალებას გთავაზობს. უცვლელი ზომის ღუმელი გაძლევს მეტ სივრცეს, შენი ყველა საჭიროებისთვის: ოჯახური შეკრებებიდან დაწყებული, ყოველდღიური კერძებით დასრულებული.
სხვადასხვა დონეზე მომზადება
მოამზადე ერთდროულად ოთხ კერძამდე, სამ სხვადასხვა დონეზე, განყოფილებებს შორის არომატის შერევის გარეშე. მოამზადე მთელი სადილის მენიუ ერთიანად.
აეროგრილი
მოამზადე უფრო ჯანსაღი კერძები ხრაშუნა, ოქროსფერი ტექსტურით, ზეთის მცირე რაოდენობით ან უზეთოდ. იქნება ეს კარტოფილი ფრი, ბოსტნეული თუ ქათმის ფრთები, Air Fry გთავაზობს ხრაშუნა კერძებს, რომელიც ასე გიყვარს.
EcoClean Direct - თვითწმენდის ფუნქცია
დაემშვიდობე ღუმელის დამღლელ წმენდას. ღუმელის სპეციალურად დაფარული ზედაპირები მომზადების დროს ცხიმსა და ჭუჭყს შლის, რაც წმენდას სწრაფსა და მარტივს ხდის. EcoClean უზრუნველყოფს, რომ შენი ღუმელის სისუფთავისთვის მინიმალური ძალისხმევა დაგჭირდეს.
ტემპერატურის კონტროლი
ინარჩუნებს თანაბარ ტემპერატურას მთელი მომზადების პროცესის განმავლობაში. ცომეულს აცხობ თუ ბოსტნეულს შეწვავ, ეს ფუნქცია ყოველთვის დაგეხმარება, იდეალური შედეგის მიღებაში.
სხვადასხვა კერძის მომზადება დროისა და ენერგიის დაზოგვისთვის
Bosch-ის ახალი ღუმელები შექმნილია უფრო ჭკვიანი და ეფექტური მომზადებისთვის! მრავალ დონეზე მომზადების ფუნქცია უზრუნველყოფს დროისა და ენერგიის 50%-მდე დაზოგვას * და ამავდროულად იდეალური შედეგის მიღწევას.
*შედეგები შეფასებულია მრავალ დონეზე მომზადების ფუნქციით, კონკრეტულ კერძებზე, შედარებულია ინდივიდუალურად მომზადების პროცესთან, იმავე ღუმელზე. რეალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს მომზადების ჩვევების, ინგრედიენტებისა და ელექტროენერგიის სიმძლავრის მიხედვით.
** ენერგიის დაზოგვა განისაზღვრა სტანდარტიზებული აგურის ტესტებით. დროის დაზოგვა გაიზომა საკვების ტესტებით.
*** შერჩეული კერძები ნაჩვენებია გვერდით ვიზუალში.