რეცხვის იდეალური შედეგები ღილაკზე ერთი შეხებით.
ყველაფერი თქვენი და თქვენი სარეცხის ირგვლივ. VarioPerfect-ის საშუალებით, შეგიძლიათ რეცხვის პროცესი 65%-მდე დააჩქაროთ. თუ სარეცხის გარეცხვა ეკონომიურად გირჩევნიათ, შეგიძლიათ შეამციროთ ენერგიის გამოყენება 50%-მდე. და თქვენ ეს ყველაფერი, მხოლოდ ღილაკზე ერთი შეხებით შეგიძლიათ. შედეგები ყოველთვის ერთი და იგივეა: იდეალურად სუფთა სარეცხი.
Bosch-ის საშრობებთან ერთად დაემშვიდობეთ სარეცხის გაფენას.
ნებისმიერს ვინც სახლში აშრობს სარეცხს, ესაჭიროება ოთახის ხშირი განიავება, რადგანაც ტანსაცმლიდან გაშრობისას გამოიყოფა 4 ლიტრამდე წყალი ჰაერში. ამას შეუძლია ობი წარმოქმნას. აღმოფხვრის ერთადერთი გზა ოთახის განიავება და ხელახლა გათბობაა. ეს პრობლემას განსაკუთრებით ზამთარში წარმოადგენს, მაშინ როდესაც ოთახის ხელახლა გათბობა ბევრ ენერგიას ითხოვს. ამ ენერგიის დაზოგვა Bosch-ის საშრობის საშუალებით შეგიძლიათ - დაობების რისკის თავიდან აცილებასთან ერთად.
ჩვენი კომბინირებული სარეცხი საშრობები: ორი გადაწყვეტილება ერთში, მხოლოდ 60სმ-ში.
Bosch-თან ერთად, ინტეგრირებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჭკვიანური გამოსავალია და იგი არასოდესაა კომპრომისი: ჩვენი სარეცხი-საშრობები არამხოლოდ რეცხავენ უნაკლოდ და სუფთად, არამედ ისინი აშრობენ შესანიშნავად და სწრაფად; ყველაფერი ერთ, მყარ მოწყობილობაში. ეს არის იდეალური არჩევანი მათთის, ვინც აფასებს შესრულების მაღალ ხარისხს და ეფექტურობას, თუმცა აქვს მცირე სივრცე.
ბოშის სარეცხი და საშრობი ტექნოლოგიების დახმარებით - ამიერიდან ყველაზე რთული დავალება ტანსაცმლის დასვრა გახდება.
სანამ სარეცხი მანქანა , საშრობი ან სარეცხ-საშრობი უფლებას მოიპოვებს ატაროს ჩვენი სახელი, მათ უნდა გადალახონ ურთულესი შემოწმებები. დამატებით, მათ უნდა გარეცხონ და გააშრონ 16,000 კგ სარეცხი -არა ისე როგორც ადრე, არამედ იდეალურად. რადგანაც, როდესაც ჩვენი პროდუქტი სრულად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებსა და შესრულების ხარისხს, მხოლოდ მაშინ არის იგი მზად ყველაზე მთავარი ტესტისთვის: იმუშაოს თქვენთან სახლში.