ქურა ღუმელები
ქურების მონტაჟი შესაძლოა ღუმელთან გაერთიანებით. ქურა შემდგომში კონტროლდება ღუმელის საოპერაციო ერთეულის მიერ.
დამოუკიდებელი ქურები
განცალკევებულ ქურას საკუთარი ოპერატიული ელემენტი და საკუთარი ქსელური კავშირი გააჩნია, ასევე შესაძლებელია მისი სამზარეულოს ბრტყელ ზედაპირზე ინტეგრირება, ღუმელისგან დამოუკიდებლად.
ინდუქცია
ინდუქციური ღუმელები სითბოს წარმოქმნიან სადაც ის საჭიროა-უშუალოდ ტაფის ქვეშ. ეს აუმჯობესებს ენერგიის ეფექტურობას და წყლის სწრაფ ადუღებას უწყობს ხელს. გადახარშული საკვები ახლა აღარ დაიწვება.
გაზი
როდესაც თქვენ გაზით ამზადებთ, სითბო ღია ალის შედეგად წარმოიქმნება. სითბო გადაიცემა პირდაპირ ტაფის ძირზე. იმისათვის, რომ თქვენს სამზარეულოში გაზის ქურების გამოყენება შეძლოთ, გაზის მიწოდება უნდა გქონეთ უზრუნველყოფილი.
ელექტრო
ელექტრო, კერძოდ კერამიკულ ქურებს, სითბო გადააქვთ სითბოს სპირალების საშუალებით კერამიკულ ფირფიტაზე, რომელიც შემდგომ ათბობს ტაფის ძირს.
ქურები ხელმისაწვდომია 60, 70 და 80 სმ განით.
ცალკეული ქურები ხელმისაწვდომია 30, 40, 60, 70, 80 და 90 სმ გიგანით.
თქვენ შეგძლია დააკომბინიროთ თქვნი ქურა Domino ელემენტთან, მაგ. ტეპან იაკი, ლავა გრილი ან სხვა დამატებითი ვოკ სანთურა.
ტეპან იაკი
განიერი, 40 სმ სიგანის უჟანგავი მეტალის გამათბობელი შეგიძლიათ განათავსოთ ყველგან თქვენს და სახლში მოაწყოთ იაპონული სამზარეულო.
ლავა გრილი
30 სმ-იანი სიგანის ლავა გრილი სასუალებას გაძლევთ მოამზადოთ ბარბექიუ პირდაპირ თქვენს სამზარეულოში.
ვოკ სანთურა
თქვენი ქურა არაჩვეულებრივად კომბინირდება ვოკის ქურასთან, რომელიც საკმაოდ ცნობილია აზიური სამზარეულოდან.
იმ შემთხვევაში, თუ ქურა მწყობრიდან არის გამოსული და ღუმელი მის ქვეშ მაინც მუშაობს, შესაძლებელია ქურის შეცვლა და ახლის დაყენება. თუ ღუმელი შეწყვეტს მუშობას ის შესაძლებელია ჩანაცვლდეს. Bosch-ის კლიენტთა მომსახურების სერვისი მოგამარაგებთ საჭირო ღუმელის როზეტაში ორმაგი შესაერთებლით. ასეთ შემთხვევაში, დაეკითხეთ თქვეს სპეციალისტ დილერს შესაძლებელია თუ არა ახალი დანადგარის ძველ ღუმელთან კომბინირება.
ჩასადგმელი ქურები იდეალურია სამზარეულოს ქვის ბრტყელი ზედაპირისათვის, თუმცაღა მათი ინსტალაცია ასევე შესაძლებელია ხის ზედაპირზე, საინსტალაციო ჩარჩოს გამოყენებით. ჩარჩოები ხელმისაწვდომია სპეციალური აქსესუარების სახით.
ძველი, მრგავლი კუთხეებიანი ქურა შესაძლებელია ჩანაცვლდეს მხოლოდ 70 სმ-იანი ახალი ქურებით.
არაჩვეულებრივი შედეგები, დახვეწილი დიზაინი. Bosch-ის ჩაშენებული ტექნიკა თქვენი ოცნების სამზარეულოსათვის.
იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი სამზარეულო ოცნების სამზარეულოდ გადაიქცევა, ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ჩასაშენებელ, ინტეგრირებულ მოწყობილობებს საკვების მომზადებისა და ცხობისათვის, არამედ ჩასაშენებელ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, მაცივრებსა და საყინულეებს. ყველა ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხასიათდება ხანგრძლივი გამოყენებით, დახვეწილი დიზაინით, შესანიშნავი ტექნიკური ხარისხითა და მაქსიმალური ეფექტურობით, გამძლეობით და მოხერხებულობით.