თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალს არ ცლის? სანამ სარემონტო სამსახურს დაურეკავთ, აქ არის სამი მარტივი რამ, რაც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყლისგან არ იცლება.

1. დაიწყეთ ფილტრის განყოფილების გაწმენდით და შეამოწმეთ ტუმბო

თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის წყლისგან სრულად არ დაცლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გაჭედილი ფილტრი ან ტუმბო. უცხო საგნებმა, როგორიცაა შუშის ნატეხები, საკვები ან ჭუჭყი, შეიძლება გაჭედოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრები და/ან ტუმბო, რის შედეგადაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ცლის წყალს.

ამ ორი კომპონენტის შესამოწმებლად, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

გაწმინდეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი

მიჰყევით ვიდეოში მოცემულ ინსტრუქციას თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრის სისტემის გასაწმენდად.

ნაბიჯ-ნაბიჯ შესასრულებელი მითითებები: როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი

მოხსენით ჭურჭლის სარეცხი მანქანის კალათა

გახსენით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძირში განთავსებული ფილტრი და ფრთხილად ამოიღეთ იგი.

განაცალკევეთ ის, ჯერ ცილინდრული ფილტრის ფრთხილად მოხსნით.

გარეცხეთ ორივე ფილტრი ონკანის წყლის ქვეშ. შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ფუნჯი ფილტრის შიგნიდან ნაზად გასაწმენდად და პატარა ნარჩენების მოსაშორებლად. არ გამოიყენოთ რაიმე სახეხი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ფილტრი.

ააწყვეთ მოწყობილობა და ისევ ჩადეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

გადაატრიალეთ ფილტრი, რომ დაფიქსირდეს იგი პოზიციაში, სანამ ორივე ისარი არ გასწორდება.

ნაბიჯი 2: ახლა შეამოწმეთ ტუმბო

შეამოწმეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტუმბო

მიჰყევით ვიდეოში მოცემულ ინსტრუქციას თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრის სისტემის გასაწმენდად.

ნაბიჯ-ნაბიჯ შესასრულებელი მითითებები: როგორ გავწმინდო ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტუმბო?

ამოიღეთ ქვედა კალათა და მოხსენით ფილტრი.

გამოიყენეთ რბილი ღრუბელი წყლის შესაწოვად და თანდათან ამოიღეთ იგი მოწყობილობიდან.

წყლის ამოღების დროს, აუცილებელია გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები ტუმბოს არეში თითების მოთავსებისას. ჩაის კოვზის გამოყენებით მოხსენით ტუმბოს საფარი.

ხელი მოუჭირეთ საფარის სამაგრებს და ასწიეთ ზევით, სანამ წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და შემდეგ გადაწიეთ წინ.

შეამოწმეთ ტუმბოში რაიმე უცხო საგანი ხომ არ არის, რამაც შეიძლება დაბლოკოს ის.

დაახურეთ ტუმბოს საფარი და დარწმუნდით, რომ ის სწორად ჯდება პოზიციაში, სანამ არ დაწკაპუნდება.

დააბრუნეთ ფილტრი თავის პოზიციაზე, დარწმუნდით, რომ ისრები გასწორებულია.

მოათავსეთ კალათა და თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა მზად არის გამოსაყენებლად.

3. შეამოწმეთ სადრენაჟე შლანგი

მიზეზი იმისა, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მთლიანად არ იცლება წყლისგან, შეიძლება იყოს უბრალოდ დახრილი ან დაგრეხილი სადრენაჟე შლანგი. დახრილობამ და გადახვევებმა შეიძლება ხელი შეუშალოს წყლის ნაკადს და მოიყოლოს საკვები და სხვა ნარჩენები.

გამორთეთ მანქანა ელექტრომომარაგების წყაროდან. შეამოწმეთ, რომ სადრენაჟე შლანგს არ აქვს დახრილობა ან არ არის დახვეული. თუ ასეა, შეეცადეთ გაასწოროთ ისინი. შლანგში, სავარაუდოდ, ძალიან ცხელი წყალი იქნება, ამიტომ ფრთხილად გაასწორეთ იგი და ერთი ბოლო მოათავსეთ ვედროში, რომ დაიცალოს.

მას შემდეგ, რაც წყალი დაიცლება, ხელებით შეიგრძენით შლანგზე გაჭედვა და ხელახლა შეამოწმეთ კვანძები. გაწმინდეთ სადრენაჟე შლანგი ჭურჭლის სარეცხი მანქანის „წყლის გადინების“ პროგრამით, საშუალება მიეცით წყალს შლანგიდან ვედროში გადავიდეს. გამოიყენეთ შესაძლებლობა, შეამოწმოთ შლანგი გაჟონვაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ მთლიანად ამოიღოთ შლანგი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან და გაასუფთავოთ ცხელი წყლით, თუმცა, თუ ის განსაკუთრებით ჭუჭყიანია, კარგია მისი გამოცვლა.

ხელახლა შეაერთეთ სადრენაჟე შლანგი და შეაერთეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა დენის წყაროში. დააყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა თავის უსწრაფეს ციკლზე, რათა შეამოწმოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ახლა სათანდოდ იცლება თუ არა წყლისგან.

გადახედე რჩევებს და პრობლემა არ მოგვარდა?

თუ თქვენ მიჰყევით ზემოთ მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ კვლავ გაქვთ პრობლემები თქვენს Bosch-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ მისი შემოწმება Bosch-ის სერვისის ექსპერტთან.

დახმარება გზაშია

დაგეგმეთ ვიზიტი ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თარიღსა და დროს.

Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამსახური

შესანიშნავი მომსახურება - შესყიდვამდე და მის შემდგომ.

მოხარული ვიქნებით პირადად თუ დაგეხმარებით.

ავტორიზებული სერვის ცენტრი ელიტ სერვისი საქართველო,

თბილისი, 0186, პეტრე ქავთარაძის 3

Tel: (+995 32) 2 30 00 20