[global.common.btn.skiptocontent]
საყოფაცხოვრებო ტექნიკა

აქსესუარები

გააძლიერეთ თქვენი Bosch-ის დანადგარი აქსესუარებით.

მრავალი დანადგარის გაძლიერება შეგიძლიათ ავტორიზებული აქსესუარების შეძენით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი არჩევანი ან დღესვე პერსონალურად დაგვიკავშირდეთ, რომ გაიგოთ რა არის ხელმისაწვდომი. ჩვენი მაღაზია უზრუნველყოფს ყველაფერს დაწყებული სამზარეულოს ნივთებიდან დამთავრებული სათადარიგო ფილტრებით და მტვერის ჩანთებით განკუთვნილი მტვერსასრუტი მანქანებისთვის.

მომზადება და ცხობა.

საკვების მომზადება არის აღმოჩენების ვოიაჟი – მაშინაც კი, როდესაც სახლში საკვების მომზადება უფრო ჯდება თქვენს გემოვნებაში, ვიდრე რამე უფრო ეგზოტიკური ამ სფეროში. იხილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზია და აღმოაჩინეთ მრავალი თვალსაჩინო შემოთავაზება დაკავშირებული სამზარეულოს საიმედო, ელეგანტურ აქსესუართან, ასევე ბევრ მოვლის პროდუქტთან, საწმენდ საშუალებასთან და სხვა დამხმარე საშუალებასთან განკუთვნილი თქვენი Bosch-ის სამზარეულოს მოწყობილობებისთვის.

რეცხვა და შრობა.

ჩვენ გვსურს, რომ საყვარელი ტანსაცმელი ხელახლა იხილოთ მრავალჯერადი ნამდვილი სიხარულით. ამ გამო, ჩვენ საფუძვლიანად გამოვცადეთ და საიმედოდ დავამტკიცეთ ყველა პროდუქტი არსებული ჩვენს ონ-ლაინ მაღაზიაში, რომლებიც ახანგრძლივებენ თქვენი სარეცხი და საშრობი მოწყობილობების სიცოცხლეს მუშაობის საუკეთესო დონის შენარჩუნებით. ამის გარდა, ჩვენ ასევე გვაქვს რამოდენიმე იდეა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი სარეცხის დაუბრკოლებრივ და სწრაფ მოხვედრას სარეცხის კალათიდან უკან თქვენს კარადაში.

ჭურჭლის რეცხვა.

იდეალური სადილი, იდეალურ ჭურჭელს ითხოვს. Bosch-ის აქსესუარები გეხმარებათ თქვენი ჭურჭელის დაცვაში და ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სრულყოფილი გარეცხვის თვისება, დატვირთვის მოცულობის ოპტიმიზირებით მრავალი ჭკვიანი ჩაშენებადი აქსესუარის საშუალებით – განკუთვნილი უბრალოდ სუპერ - ეფექტური ჭურჭლის მანქანით რეცხვისთვის.

გაგრილება და გაყინვა.

დაბალანსებული დიეტა გამომდინარეობს საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებიდან. და გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმებში და ზომებში, მათ გააჩნიათ შენახვის სხვადასხვა მოთხოვნილება. Bosch უზრნველყოფს წვდომას მრავალ ჭკვიან კომპონენტზე, რომელიც შეგიძლიათ მოქნილად დაუმატოთ თქვენს გამაგრილებელ მოწყობილობას. ეს ყველაფერი და ბევრი სხვა, რაც დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტების სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეფექტური და მდგრადი საშუალებით, ხელმისაწვდომია ჩვენს მაღაზიაში.

მოხარული ვიქნებით პირადად თუ დაგეხმარებით.

BOSCH-ის სარემონტო სამუშაობის სპეციალისტთან დაკავშირება ადვილია: თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი სერვისის სპეციალისტებს: (+995 32) 2 300 020

დახმარება გზაშია

დაგეგმეთ ვიზიტი ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თარიღსა და დროს.

Bosch-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამსახური

შესანიშნავი მომსახურება - შესყიდვამდე და მის შემდგომ.