Bosch-ის ყავის მანქანები: იდეალური დილის ყავა.
ფილტრიანი ყავის აპარატები, სრულად ავტომატური ყავის აპარატები და Bosch-ის ყავის საფქვავები - ყველა ყავის მოყვარული იპოვის მისი გემოვნების შესაბამისს.
Bosch-ის ტოსტერი: ისიამოვნეთ ყოველი ნაჭრით.
ჩვენი ტოსტერის ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს თქვენი ტოსტის ყოველ ჯერზე თანაბრად მომზადებას, ზუსტად ისეთის, როგორიც გსურთ.
კონტაქტური გრილები Bosch-ისგან: გამოიყენეთ გრილი მაგიდაზევე.
ჩვენი საკონტაქტო გრილების საშუალებით, შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი სენდვიჩები და კერძები გრილზე როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.
Bosch-ის ჩაიდნები: ყოველთვის სწრაფი ცხელი წყალი.
შესანისნავი დიზაინი, ხარისხიანი მასალა. ჩვენი მადუღარების დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გააცხელოთ წყალი ჩაისათვის სხვადასხვა ტემპერატურაზე, ან უბრალოდ შეუნარჩუნოთ სითბო.
Bosch-ის ჩაის დასაყენებელი: განსაკუთრებით არომატული ჩაისათვის.
ჩვენი ჩაის მომმზადებლები ერთ მოწყობილობაში ორ ფუნქციას აერთიანებენ. ქვედა ნაწილი შესაძლოა ასევე გამოიყენოთ როგორც ჩაიდანი და იგი ამავე დროს ზედა ნაწილს, ჩაის მადუღარას უნარჩუნებს სითბოს.
შესანიშნავი საუზმით ტკბობა ძალიან მარტივია.
საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია და ეს დრო უნდა იყოს თქვენთვის. ჩვენი არომატული ყავის მანქანები და ფილტრის ყავის აპარატები ნებისმიერ ყავის მოთხოვნილებას ესადაგება. ცხელი წყალი არომატული ჩაისათვის თქვენთვის Bosch-ის ჩაიდნიდან. ჩვენი ტოსტერები რულეტებსაც ათბობს.