[global.common.btn.skiptocontent]
საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ორთქლის დანადგარები

შეინარჩუნეთ ის, რასაც სხვები ხარშვისას კარგავენ: არომატი და ვიტამინები.

Bosch-ის ორთქლის მოწყობილობა არის საკვების მომზადების საუკეთესო, ჯანსაღი გზა. ცხელი ორთქლი კერძს არაჩვეულებრივად ნაზად ამზადებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ღირებული ვიტამინები და მინერალები ნარჩუნდება. გემოს შეუძლია განვითარდეს და ბოსტნეულ - შეინარჩუნოს მასი პირვანდელი ფერი. საბოლოოდ: ჩვენი ორთქლის ღუმელები არის პირველი არჩევანი მათთვის, ვისაც ჯანსაღად მოსწონს კვება.

ჩვენი ორთქლის საცხობები: ერთი მოწყობილობა, სამი სხვადასხვა მომზადების მეთოდი.

ორთქლზე მომზადება, ცხობა ან ორივეს კომბინაცია: ნაზი ორთქლისა და ცხელი ჰაერის დამატებით, თქვენ გაქვთ ყველანაირი საშუალება. DishAssist-თან ერთად, უთვალავი კერძის მომზადებისათვის საჭირო სითბოს, ტემპერატურის და დროის ოპტიმალური ტიპი წინასწარ არის დაყენებული. შეგიძლიათ ისოამოვნოთ მზადებისა და მირთმევის შემდგომაც კი: EcoClean Direct-ის და სპეციალური ავტომატიზირებული ჭუჭყის მოსაშორებლის წყალობით, წმენდა თითქმის აღარაა საჭირო.

ორთქლის ღუმელებზე გადასვლა

ჩვენი ორთქლის ღუმელები: შეინარჩუნეთ სრული არომატი და საჭირო ვიტამინები.

ჩვენი ორთქლის ღუმელები კონცენტრირდებიან მნიშვნელოვანზე: არომატზე. ნაზი ორთქლი იძლევა არმატის სრულად გამოყოფის საშუალებას დამატებითი ცხიმის გარეშე. წინასწარ დასაყენებელი ავტომატური პროგრამების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ 17-მდე კერძი იდეალურად. და რადგან Bosch-ის ორთქლის მოწყობილობები აღჭურვილია საკუთარი წყლის კონტეინერით, თქვენ არ გჭირდებათ წყალთან კავშირი. Bosch-თან ერთად ნაკლები მართლაც მეტია.

ორთქლსახარშებზე გადასვლა

შესანიშნავი ტექნოლოგია საუკეთესო გემოსთვის.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენი სამზარეულოს აღჭურვილობა ყოველთვის საიმედოდ დაგიდგებათ გვერდით დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ მხოლოდ საუკეთესო მასალა გამოვიყენეთ ამისათვის. ჩვენი ორთქლის ღუმელების ორთქლის საცხობების ინტერიერი ან დამზადებულია დადებითი თვისებების მქონე მეტალისაგან და სრულიად უჟანგავია. წყლის კონტეინერის მოხსნა და შევსება მარტივია. და ავტომატური გამქილავი პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ აღარასოდეს შეწუხდეთ გაქილვისას დროის დაზოგვით.

ჩვენი მომსახურება

შპს „ელიტ სერვისი“
თბილისი, პეტრე ქავთარაძის 3

+49 89 4590-3641

საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის და ქავთარაძის ქუჩის კვეთა, 0186

გამოსცადე Bosch

აღმოაჩინეთ ხარისხი, სრულყოფილება და სანდოობა.