ჩვენი ცალკე მდგარი ინდუქციური ღუმელები - გარედან მოქნილი, შიგნიდან ჭკვიანი.
ჩვენი ცალკემდგომი ინდუქციური ღუმელების საშუალებით, თქვენ, ტრადიციული ქურებისგან განსხვავებით, არამხოლოდ სწრაფად და ეკონომიურად ამზადებთ, არამედ თქვენ მეტად დაცული ხართ. ჩვენს ინდუქციურ ქურებს ავტომატური გათიშვის ფუნქცია გააჩნია, ამიტომ თქვენ არასოდეს გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ენერგიას. და როდესაც საქმე ეხება დეტალურად დაგეგმვას, თქვენ სრულიად შეუზღუდავი ხართ თქვენი Bosch-ის ცალკემდგომი ღუმელის ადგილის შერჩევაში.
ჩვენი ცალკე მდგარი ელექტრო ღუმელები: არჩევანის თავისუფლება.
Bosch-ის ცალკემდგომი ელექტრო ღუმელთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი სამზარეულო განსაკუთრებით მოქნილად: ჩვენი მოდელები ერთ მოწყობილობაში, არაჩვეულებრივი სიზუსტით, აერთიანებს უახლეს ღუმელებს და ქურებს. და იმიტომ რომ არ საჭიროებს ჩაღრმავებას, თქვენ ის ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ მოათავსოთ. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ცალკემდგომ ელექტრო ქურას აირჩევთ, თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი სამზარეულო ისე, როგორც გსურთ.
ჩვენი ცალკე მდგარი გაზის ღუმელები: პროფესიონალურად შემწვარი.
Bosch-ის ცალკემდგომ ბუნებრივი აირის ღუმელებს ორი უპირატესობა გააჩნია: პირველ რიგში, ისინი თქვენს სამზარეულოში ნებისმიერ ადგილას ინტეგრირდება, ამასთან კედლის გამოთავისუფლება არ არის საჭირო. მეორეც, ისინი ხაზს უსვამენ ბუნებრივი აირის უპირატესობას, და საშუალებას გაძლევთ საკვები მოამზადოთ გაცილებით სწრაფად, ელექტრო ქურისაგან განსხვავებით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბუნებრივი აირი, ღუმელის და ქურის შემთხვევაში ან ბუნებრივი აირის ქურისა და ელექტრო ღუმელის კომბინაცია.