ევროპული გვერდიგვერდ მდგარი მაცივარ-საყინულეები: დიზანი და ძლიერი შესრულება.
ორჯერ უფრო ლამაზი, ორჯერ უფრო ცოცხალი. ევროპული გვერდიგვერდ მოწყობილობები აერთიანებენ მაღალი ხარისხის მაცივარს და მის შესაფერისად მაღალი ხარისხის ვერტიკალურ საყინულეს. ეს კომბინაცია გთავაზობთ ელეგანტურ დიზაინს, ტევად ინტერიერს და ყველანაირ ფუნქციას თქვენი საკვების შესანახად. თუმცა მაცივარი და საყინულე შესაძლოა დამოუკიდებლად იყოს განთავსებული. თქვენ ირჩევთ.
ამერიკული მაცივარი-საყინულეები: არაჩვეულებრივია გურმანებისათვის, რომლებსაც მეტი სივრცე ესაჭიროებათ.
Bosch-ის ამერიკული მაცივარ-საყინულე, ერთ მოწყობილობაში კომპაქტურად აერთიანებს მაცივარს და ვერტიკალურ საყინულეს. ის გთავაზობთ არა მხოლოდ სუპერ ზომას და მოხერხებულობას, არამედ ასევე, სიმდიდრეს და დამატებით ფუნქციებს. მაგალითისათვის, ნებისმიერ დროს ღილაკის დაჭერით ყინულის და წყლის დისპენსერი გაწვდით ყინულის კუბებს და გემრიელ ცივ წყალს. და იმის დამსახურებით, რომ ჩვენ ამერიკულ მაცივარ-საყინულეებს გააჩნიათ NoFrost, თქვენ არასდროს დაგჭირდებათ მათი გალღობა. როდესაც საქმე მოხერხებულობას ეხება, ეს მხოლოდ აისბერგის საკითხია.
გვერდი-გვერდ მდგომი მაცივარ საყინულეები: შესანიშნავი დაცვა გრილი და გაყინული საკვებისათვის.
ჩვენი გვერდიგვერდ მაცივარი-საყინულეები არამარტო თქვენს საკვებს, არამედ თქვენს ბანკის ანგარიშსა და გარემოსაც იცავენ. სუპერ გაგრილების ფუნქციის გააქტიურებისას, ახალი საკვები უფრო სწრაფად ცივდება მაცივარში. საცავში არსებული საკვები არ თბება, რადგანაც ღილაკის დაჭერით ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 2°C-მდე. საყინულეში ახალი საკვების დამატებისას, სუპერ გაყინვის ფუნქცია იცავს საყინულეში არსებულ საკვებს დნობისგან. ახლად დამატებული საკვები იყინება უფრო მალე -32 გრადუსზე, რაც იცავს და ინარჩუნებს საკვების კონსისტენციას. როდესაც მიიღწევა საჭირო ტემპერატურა, ორივე ფუნქცია ავტომატიურად გადაირთვება კვლავ ნორმალურ მუშაობის რეჟიმზე, რომელიც ამცირებს ენერგიის ხარჯს და იცავს გარემოს.